მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის ჯარებმა ისევ მიიტანეს იერიში უკრაინის ქალაქ ხარკოვზე

პარასკევს დილით რუსეთის ჯარებმა ისევ მიიტანეს იერიში უკრაინის ქალაქ ხარკოვზე. ამის შესახებ ქალაქის მერი იგორ ტერეხოვი ტელეგრამზე წერს. მისი განცხადებით, სამიზნეში ამოიღეს კიევსკის, ოსნოვიანსკისა და ნემშლიანსკის რაიონები.

„ერთ შემთხვევაში საცხოვრებელი შენობა დაზიანდა, წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან. ასევე დაარტყეს ინფრასტრუქტურულ ობიექტს. იქ ხანძარია“, – წერს ტერეხოვი. მერს არ დაუკონკრეტებია, რომელ ობიექტზეა საუბარი.

რუსეთის არმიამ რამდენიმე სარაკეტო იერიში ხარკოვზე გუშინ გამთენიასაც განახორციელა. შედეგად დაიღუპა 17 და დაშავდა 42 ადამიანი.

ქალაქ ხარკოვში 17-18 აგვისტოს რუსული ძალების მიერ საცხოვრებელ კორპუსსა და საერთო საცხოვრებელზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა – ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო პროკურატურის წარმომადგენელზე, დმიტრი ჩუბენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

“სალტივსკის რაიონში ერთ-ერთ სახლში უკვე 16 გარდაცვლილია. ნანგრევებიდან მაშველებმა 50 წლის ქალის ცხედარი ამოიყვანეს. ბოლოს იპოვეს ცხედარი, რომელიც სავარაუდოდ, კაცს ეკუთნის, თუმცა ეს ინფორმაცია ზუსტდება. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა სლობიდის რაიონში. საბოლოო მონაცემებით იქ 5 გარდაცვლილია”, – თქვა ჩუბენკომ.

17 აგვისტოს, რუსული რაკეტა “ისკანდერი” ხარკოვში, სალტივის რაიონში სამსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, რის შედეგადაც შენობა სრულად განადგურდა და ხანძარი გაჩნდა. 18 აგვისტოს, დილის 5 საათზე, რუსმა სამხედროებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს სლობიდის რაიონზე. 18 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით, ცნობილი იყო 17 გარდაცვლილის შესახებ, მათ შორის ერთი ბავშვის. დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი.

შეგახსენებთ, ხარკოვში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული. 17 აგვისტოს, ხარკოვის სალტოვსკის რაიონში, რუსული ძალების მიერ სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა. გარდა ამისა, 18 აგვისტოს, დილით რუსებმა ქალაქ ბელგოროდიდან ხარკოვის მიმართულებით 8 რაკეტა გაუშვეს. დაზიანდა შენობები, ინფრასტრუქტურული ობიექტები, გაჩნდა ხანძარი. სლობოდსკოის რაიონში ერთ-ერთი რაკეტა 4-სართულიან საერთო საცხოვრებელს მოხვდა.

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ხარკოვის მიმართულებით ფრონტის ხაზი მცირედ შეიცვალა მაისის შემდეგ, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქს ყველაზე უფრო ხშირად უშენენ ცეცხლს უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ.

ხარკოვი, რომელიც ფრონტის ხაზიდან 15 კილომეტრით არის დაშორებული, საკუთარ თავზე იღებს ცეცხლს, ვინაიდან მას რუსეთის არტილერიის უმეტესი სახეობები სწვდება. სწორედ ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარებითა და დაბალი სიზუსტის სხვა სახეობის იარაღით იერიშებმა გამოიწვია ქალაქში მასშტაბური ნგრევა უკანასკნელ დღეებში, ვკითხულობთ ბრიტანეთის დაზვერვის 19 აგვისტოს ანგარიშში.
ბრიტანელი სამხედრო ექსპერტების თქმით, რუსეთის ჯარები ბრძოლებში შედარებით იოლად ინარჩუნებენ ხარკოვის მონაკვეთს, მაგრამ განაგრძობენ უკრაინის ჯარების წინააღმდეგ ლოკალური იერიშების წარმოებას.

ერთ-ერთი სავარაუდო მიზანია, აიძულოს უკრაინა მნიშვნელოვანი ძალები იყოლიოს ამ ფრონტზე, რათა არ დაუშვას კონტრდარტყმისთვის მათი გამოყენება სადმე სხვაგან.

მსგავსი პოსტები

Back to top button