მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის მიერ დაწესებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა

რამდენიმე საათი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ დაწესებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ალყაში მოქცეული საპორტო ქალაქი მარიუპოლი დანებებას არ აპირებს. ქალაქში, სავარაუდოდ, 300 000 ადამიანია მცირე მარაგებით.

ოკუპანტებმა მარიუპოლის მერიას რუსეთის მხარეს გადასვლა შესთავაზეს,- ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ „ფეისბუქზე“ დაწერა.

„ამბობენ, რომ რუსები მარიუპოლის მერიას რუსეთის მხარეს გადასვლას სთავაზობენ. ადგილობრივ ხელისუფლებას პასუხის ჩამოსაყალიბებლად ვადა დილამდე მისცეს. და რატომ დაველოდოთ ამდენ ხანს, თუ პასუხი წინასწარ მზად არის: Х#й вам და არა მარიუპოლი“,-დაწერა პეტრო ანდრიუშჩენკომ.

რუსეთმა მარიუპოლს დანებებებისთვის ვადა ადგილობრივი დროით, 21 მარტის დილის 5 საათამდე მისცა. რუსული მხარე ამბობს, რომ უკრაინის დადებითი პასუხის შემთხვევაში, ჰუმანიტარული დერეფანი დილის 10 საათიდან გაიხსნება

რომ ქალაქი ჩაბარებულიყო, სანაცვლოდ კი პირობა დადო, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის გასაყვანად 2 ჰუმანიტარულ დერეფანს გახსნიდა.

უკრაინამ ულტიმატუმი უარყო.

BBC-სთან საუბრისას ქალაქის მერის მრჩეველმა განაცხადა, რომ რუსეთის დაპირებების ნდობა არ შეიძლება და სამხედროები ბოლო ჯარისკაცამდე იბრძოლებენ.

მოსკოვს არ დაუკონკრეტებია, რას გააკეთებდნენ მისი ჯარები, რომლებიც ალყაში აქცევდნენ ქალაქს, თუ ულტიმატუმი უარყოფილი იქნებოდა.

20 მარტს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 21 მარტის 10:00 საათიდან მარიუპოლიდან გახსნის ჰუმანიტარულ დერეფნებს, რათა 12:00 საათამდე ქალაქი იარაღის გარეშე დატოვონ უკრაინელმა სამხედროებმა და „უცხოელმა დაქირავებულებმა“ და ამის შემდეგ დაიწყება ქალაქში ჰუმანიტარული კოლონების შესვლა და მშვიდობიან მცხოვრებთა ევაკუაცია.

დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი, სადაც ომის დაწყებამდე 400 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, რუსეთის საოკუპაციო ძალების ბლოკადაშია. ქალაქის ადმინისტრაციის თანახმად, მარიუპოლის 80-90% დანგრეულია. მარიუპოლის მერიის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დაღუპულია 2300-ზე მეტი ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button