მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში დაიღუპა 902 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 39 ბავშვი

ვლადიმერ პუტინის მიზანი კიევის აღება აღარ არის

გაეროს მიერ დადასტურებული მონაცემებით, უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმიდან 24 დღეში(24 თებერვალი-19 მარტი) უკრაინაში დაიღუპა 902 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 39 ბავშვი. დაიჭრა 1459.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის თანახმად, სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი ძირითადად, გამოწვეულია მძიმე არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით განხორციელებული შეტევების და სარაკეტო და საჰაერო დარტყმების შედეგად.

ამასთან, უმაღლესი კომისრის ოფისში განმარტავენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გაცილებით მეტია. ვერ ხერხდება ინფორმაციის მიღება ისეთი რაიონებიდან, როგორიცაა მარიუპოლი, ვოლნოვახა, იზიუმი და სხვა.

რაც შეეხება უკრაინული მხარის მონაცემებს, გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 20 მარტამდე დაღუპულია 115 ბავშვი. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, მხოლოდ ქალაქ მარიუპოლში დაღუპულია სულ მცირე 2300 მშვიდობიანი მოქალაქე.

რაც შეეხება გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) განცხადებით, ომის გამო საკუთარი სახლი 10 მილიონამდე უკრაინელმა დატოვა, რაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს.

ორგანიზაციის ცნობით, უკრაინის მოსახლეობის გადაადგილების სიჩქარე და მასშტაბი, “უპრეცედენტოა” ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

ამასთან, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყანა 3.5 მილიონამდე ადამიანმა დატოვა. მოქალაქეების ორჯერ მეტმა რაოდენობამ კი თავი უკრაინის უსაფრთხო ტერიტორიებს შეაფარა.

ამასთან ვლადიმერ პუტინის მიზანი კიევის აღება აღარ არის. რუსეთი, რომელიც ვერ მიაღწია სწრაფ გამარჯვებას დედაქალაქში, როგორც ჩანს, გადადის “გეგმა B”-ზე – წერს გამოცემა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, შეიცვალა არა პუტინის სტრატეგია, არამედ მისი ტაქტიკა.

აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კიევის სწრაფი აღების წარუმატებლობის შემდეგ, პუტინი ეძებს ბერკეტს, რათა აიძულოს უკრაინის მთავრობა დაეთანხმოს ნეიტრალიტეტს რუსეთსა და დასავლეთს შორის.

პუტინს სურს, აიძულოს კიევი დათმოს უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიები. ამრიგად, რუსეთს სურს შექმნას
“სახმელეთო დერეფანი” ქვეყნის დასავლეთსა და ოკუპირებულ ყირიმს შორის, ასევე გააფართოოს კონტროლი დონბასზე.
წყაროს ცნობით, პუტინი გააგრძელებს სამხედრო ზეწოლას, მათ შორის ქალაქების დაბომბვას იმ იმედით, რომ ეს აიძულებს ზელენსკის დაკარგოს დასავლეთთან ალიანსში გაწევრიანების იმედები და დაეთანხმოს ნეიტრალურ სტატუსს და კრემლის სხვა მოთხოვნებს.

თუ პუტინის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მაშინ, აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, რუსეთი შეეცდება შეინარჩუნოს მისი რეგულარული ჯარების მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორია და გააგრძელოს ესკალაცია.

მსგავსი პოსტები

Back to top button