მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან დღემდე, 3 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან დღემდე, 3 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.

რაც შეეხება დაშავებულების რაოდენობას, ზელენსკის თქმით, ომში 10 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიჭრა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მსოფლიო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

CNN-თან საუბრის დროს ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პუტინმა შეიძლება ბირთვული ან ქიმიური იარაღი გამოიყენოს, რადგან ის ადამიანის სიცოცხლეს არ აფასებს.

“არა მხოლოდ მე – მთელმა მსოფლიომ, ყველა ქვეყანამ უნდა იღელვოს, რადგან ეს შეიძლება არ იყოს რეალური ინფორმაცია, მაგრამ შეიძლება იყოს სიმართლეც”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე სტარუხის ინფორმაციით, უკრაინაში, რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, რუსულმა ძალებმა, ზაპოროჟიეს რეგიონში 30-ზე მეტი ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი და ადგილობრივი დეპუტატი გაიტაცეს. მათი უმეტესობა ამ დროისთვის, უკვე გათავისუფლდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

“ჩვენ, 30-ზე მეტი გატაცებული ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი და ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატი გვყავს. მათი უმეტესობა, 20-ზე მეტი, უკვე გაათავისუფლეს, ზოგიერთმა ოკუპირებული ტერიტორიები დატოვა, ნაწილი სამუშაოდ რჩება”, – განაცხადა სტარუხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button