მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ ახალი ზომების მიღებას გეგმავს რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის მცდელობის აღსაკვეთად-სალვანი

აშშ ახალი ზომების მიღებას გეგმავს რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის მცდელობის აღსაკვეთად, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

„ჩვენი ყურადღება უახლოეს დღეებში გამახვილდება თავის არიდებაზე. ვფიქრობ, რომ მომდევნო ერთი-ორი კვირის განმავლობაში მივიღებთ ინფორმაციას იმ სუბიექტების შესახებ, რომლებიც ცდილობენ, დაეხმარონ რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში, როგორც რუსეთის ფედერაციის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ და ისინი გახდებიან ჩვენი სამიზნე“, – თქვა სალივანმა.

სალივანმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ნებისმიერმა მცდელობამ, ხელი შეუშალოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, შეიძლება დასავლეთთან დაპირისპირება გამოიწვიოს.

„აშშ არ მოქმედებს უკრაინის ტერიტორიაზე. ასე რომ, თუ რუსები, ცხადია, განახორციელებენ დარტყმას ნატო-ს ტერიტორიაზე, სადაც აღჭურვილობა გროვდება, ეს გამოიწვევს ნატო-ს მე-5 მუხლის ამოქმედებას და რაც სრულიად შეცვლის თამაშის წესებს“, – განაცხადა სალივანმა.

ამასთან გერმანიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ უკრაინისთვის, 1 მილიარდ ევროზე მეტი სამხედრო დახმარების გამოყოფას აპირებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა დაადასტურა, რომ მთავრობამ გადაწყვიტა, თავდაცვის სექტორში საერთაშორისო დახმარება 2 მილიარდ ევრომდე გაზარდოს, რომლის ნახევარი უკრაინას მიეწოდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button