მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის მირ გაშვებული 15 კამიკაძე-დრონიდან უკრაინის დამცველებმა 14 გაანადგურეს.

უკრაინის დედაქალაქ კიევსა და კიევის ოლქში საჰაერო განგაში იყო რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო. უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, წუხელ, მხოლოდ კიევში მოხდა სულ მცირე 6 აფეთქება. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა.

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის მონაცემებით, რუსეთმა შეტევა განახორციელა ჩრდილოეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან და გამოიყენა 13 ე.წ. კამიკაძე-დრონი(Shahed-136/131) და 1 მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატი. სარდლობის თანახმად, საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა 12 კამიკაძე-დრონი და 1 მზვერავი. უკრაინელი სამხედროები არ აკონკრეტებენ, რომელ მიზანს მოხვდა კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სისტემამ ვერ მოიგერია.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ერთ-ერთი დრონი მოხვდა კერძო საწარმოს. ხანძარს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ. მსხვერპლი არ არის.
ამასთან, გენშტაბი აცხადებენ, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მორიგი სარაკეტო და საავიაციო დარტყმების განხორციელების ალბათობა კვლავ მაღალი რჩება.

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ინფორმაციით, წუხელ, რუსეთის როსტოვის ოლქიდან აფრენილმა, სუ-35 ტიპის ავიაგამანადგურებლებმა ხერსონის ოლქზე განახორციელეს დარტყმა მართვადი საავიაციო ბომბებით. შედეგები ჯერჯერობით უცნობია

გარდა ამისა, უკრაინის ცნობით, გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს რუსეთის 62 შეტევა 5 მიმართულებით, ასევე დაარტყეს მტრის საარტილერიო ქვედანაყოფს საცეცხლე პოზიციაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button