მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის კონფლიქტი თუ არ მოგვარდება, მე დავასრულებ 24 საათში

უკრაინის კონფლიქტი თუ არ მოგვარდება, მე დავასრულებ 24 საათში, პუტინთან და ზელენსკისთან ძალიან მარტივი მოლაპარაკებები იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც არჩევნებში გაიმარჯვებს, ძალიან მარტივად შეძლებს პუტინთან და ზელენსკისთან მოლაპარაკებებს, რაც ომს დაასრულებს.

ტრამპის თქმით, არ გაამხელს, თუ რა სახის მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს, რადგან გახმაურების შემთხვევაში გეგმა ვერ განხორციელდება.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ომი ახლავე უნდა შეწყდეს, რადგან უკრაინა ნადგურდება და ბევრად მეტი ადამიანია დაღუპული და დაშავებული, ვიდრე ოფიციალურად აცხადებენ.

„ეს იდიოტები რასაც აკეთებენ, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს, ბირთვული ომი, რასთან შედარებითაც პირველი და მეორე მსოფლიო ომები თამაშად გამოჩნდება. ეს დაუჯერებელია, რადგან ჩვენ გვყავს ხალხი, რომლებმაც არ იციან, რას აკეთებენ. ეს თუ არ გადაწყდება, მე გადავწყვეტ 24 საათში“, – თქვა დონალდ ტრამპმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button