რუსეთის ფედერაციაში 5 ბალიანი მიწისძვრა მოხდა

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკური სამსახურის მონაცემებით, სტავროპოლის მხარის სოფელ მალომინოსთან, 10 კილომეტრის სიღრმეში, 5 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა.

სტავროპოლის მხარისა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის 8 ქალაქსა და 12 რაიონში ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მსგავსი პოსტები

Back to top button