მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“რუსეთის ფედერაციის ჯილდოდან აჭარის ტელევიზიის დირექტორობამდე”

აჭარის ტელევიზიის დირექტორ გიორგი კოხრეიძესთან დაკავშირებით, “ფლანგვის დეტექტორის” დამფუძნებელი გიორგი ნონიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ცოტას მოგიყვებით აჭარა ტვ-ს დირექტორზე გიორგი კოხრეიძეზე და მის მეგობრებზე. ერი უნდა იცნობდეს თავის გმირებს. ამ ამბავსაც ასე ერთიანად ვერსად ნახავთ.

“1995-ში, მიღებული აქვს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჯილდო – “მეგობრობის ორდენი”. орден Дружбы, რომელიც Орден Дружбы народов СССР- ის მემკვიდრე იყო. მშვიდობაში შეტანილი წვილისთვის დააჯილდოვეს 1995-ში რუსებმა, რუსეთის წყალობით ახლად ომებგამოვლილი ქვეყნის შვილი. ამაზე კომიკური რა შეიძლება იყოს.

“მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, ყოფილი დეპუტატი (1999-2004). შემდეგ მოწვევაზეც პარლამენტის წევრი ხდებოდა, არჩევნების მასობრივი გაყალბების წყალობით, მაგრამ ვარდების რევოლუციამ მოუწია და ხალხმა პარლამენტის დარბაზიდანვე გაყარა ის და მისი მეგობრები.

“ის იყო საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ორგანიზაციის “ინვალიდთა ლიგის” დამფუძნებელი. (კოტე კემულარიასთან და გიორგი ძნელაძესთან ერთად). 1998 წელს, სახლმწიფოსთან არსებული ინვალიდთა საკითხებზე მომუშავე საკორდინაციო საბჭო შეიქმნა, რომელსაც ხელმძღვანელობდა “ინვალიდთა ლიგა”. 1998 წელს ამ საკორდინაციო საბჭოს წევრი ორგანიზაციები განთავისუფლდნენ იმპორტის გადასახადებისგან. სქემა ასეთი იყო: საბჭოში არსებული ორგანიზაციების მიერ გადახდილი დღგ, აქციზი და საბაჟო გადასახადი გროვდებოდა სახელმწიფო ხაზინის სპეციალურ ანგარიშზე. შემდეგში კი, ეს ფული შშმ პირთა მხარდამჭერ პროგრამებზე უნდა გამოეყენებინა ამავე საბჭოს.

“2000 წელს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. აღმოჩნდა, რომ ეს შეღავათი გიორგი კოხრეიძემ, კოტე კემულარიამ, გიორგი ძნელაძემ გამოიყენეს პირადი გამდიდრების მიზნით. ისინი სახაზინო ანგარიშზე არსებულ თანხებს ითვისებდნენ და ამისთვის ოფშორული კომპანია ჰქონდათ შექმნილი. ამ დროისთვის, გიორგი კოხრეიძეც და კოტე კემულარიაც პარალელურად მოქალაქეთა კავშირის ერთი ფრაქციის – ”მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისთვის” დეპუტატები იყვნენ.

“2005 წელს “ინვალიდთა ლიგის” დირექტორმა, გიორგი ძნელაძემ მისი სისხლისსამართლებრივი დევნის საქმესთან დაკავშირებით თქვა, რომ აწ უკვე იუსტიციის მინისტრიც – კოტე კემულარიაც უნდა დაიკითხოს. ამ სხარტი სვლის შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ როგორც ჩანს თავი მიანება ამ საქმეს.

“ინვალიდთა საკითხებზე მომუშავე საკორდინაციო საბჭოს მემკვიდრეა “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის”, სადაც, ასევე აქტიურად მოღვაწეობდა დღევანდელი დეპუტატი, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

“სხვადასხვა დროს კოალიციაში შემავალ ცალკეულ ორგანიზაციებზე, ასევე აღძრული იყო სისხლის სამართლებრივი საქმეები. (“უსინათლოთა კავშირი, ა(ა)იპ ბავშვი ოჯახი საზოგადოება, ა(ა)იპ სტუდია ეიდისი და სხვა) მაგალითად, შშმ პირთა საკურორტო მომსახურების ჯანდაცვის პროგრამიდან მითვისებულ სახსრებზე.

“დააფუძნა ტელეკომპანია “202” მის ძმასთან, დავით კოხრეიძესთან და შალვა რამიშვილთან ერთად. 2005 წელს, დავით კოხრეიძე და შალვა რამიშვილი დააპატიმრეს 100 000 აშშ$-ის გამოძალვის გამო. ამის შემდეგ ის “202”ის დირექტორიც გახდა, ძმის მაგივრად.

“წლების განმავლობაში ის და მისი მეგობრები შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს (მათ შორის სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციებს) ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც დღემდე ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან. თუმცა, ყოველთვის ეს ორგანიზაციები იყვნენ და არიან ხელისუფლებასთან მჭიდროდ შეზრდილები. არიან სახელმწიფოს სერვისპროვაიდერები და აცხადებენ, რომ წარმოადგენენ ვოჩდოგებს (სახელმწიფოს მაკონტროლებლებს, უფლებების დაცვის საკითხებში) ერთდროულად, რაც შეუძლებელია რეალურად. მაგალითად, სახელმწიფო მათგან ყიდულობს ეტლებს მხოლოდ და სატენდერო პირობებიც მათზეა მორგებული. ამიტომ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების რთული მდგომარეობა მათი დამსახურებაც არის. თემის ლიდერებს ხელისუფლებასთან დიდი ფლირტი აქვთ გაჩაღებული 20 წელზე მეტია.

“იყო საზოგადოებრივი მაუწყებლობლის სამეურვეო საბჭოს წევრი 2014-2018 წლებში. ამ პერიოდში მიაჩნდა რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს არ დაურღვევია რაიმე ეთიკური სტანდარტი, როცა გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებულ ინციდენტზე დამონტაჟებული ვიდეო.

“2019 წელს აირჩიეს აჭარის ტელევიზიის დირექტორად. მისვლისთანავე დაიწყო იმ თანამშრომლების გაგდება, რომელიც მის აზრს არ ეთანხმება და ხელისუფლების მიმართ არ იჩენს ლოიალობას. ერთი სიტყვით, თითქმის ბოლოში მიიყვანა ძალიან კარგი ტელევიზიის – აჭარა ტვ-ს გარდაქმნა იმედის ტელევიზიად.” – წერს გიორგი ნონიაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button