საქართველოსიახლეები

კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა. შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 642 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 4 600 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 413 პირი.

ინფორმაციისთვის, 642 ადამიანიდან 349 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button