მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის პრეზიდენტი ახალ შეტევას ამზადებს

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ახალ შეტევას ამზადებს, რომელიც შესაძლოა, თებერვალში ან მარტში დაიწყოს.

“რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ახალ შეტევას ამზადებს, რომელიც შესაძლოა, 2023 წლის თებერვალში ან მარტში დაიწყოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ISW-ის ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალი შეტევები ბელარუსის მხრიდან ჩრდილოეთ უკრაინაზე განხორციელდეს, რადგან კვლავ არ არსებობს რაიმე მინიშნება, რომ რუსული ძალები ჯგუფებს ბელორუსიდან თავდასხმისთვის ემზადებიან.

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ახალი შეტევა ბელარუსის მხრიდან, უკრაინის ჩრდილოეთით იყოს მიმართული”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
ISW-ის ინფორმაციით, კრემლის შიდა წყაროებმა მედიას განუცხადეს, რომ პუტინი ცდილობს განახორციელოს დიდი შეტევები და მას სჯერა, რომ მიუხედავად წარუმატებლობისა, რუსეთის ტოლერანტობა მსხვერპლთა მიღებისადმი, რუსეთს ომის მოგების საშუალებას მისცემს გრძელვადიან პერსპექტივაში.

ომის კვლევის ინსტიტუტი ასევე აღნიშნავს, რომ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, შეესაბამება ISW-ის ადრინდელ შეფასებას, რომ მომდევნო 6 თვეში კრემლი, სავარაუდოდ, ლუგანსკის ოლქში, გადამწყვეტი სტრატეგიული მოქმედების განსახორციელებლად ემზადება, რაც მიზნად ისახავს დაიბრუნოს ინიციატივა და დაასრულოს უკრაინის ოპერაციული წარმატებების ამჟამინდელი სერია.

სამხედრო ექსპერტების თქმით, რუსეთის ბოლოდროინდელი შეზღუდული სახმელეთო თავდასხმები ზაპოროჟიეს რეგიონში შესაძლოა, გამიზნული იყოს უკრაინული ძალების დასაშლელად და ლუჰანსკის რეგიონში შეტევისთვის პირობების შესაქმნელად.

ამერიკელი ანალიტიკოსების განცხადებით, დაგეგმილი რუსული შეტევა, სავარაუდოდ, მიმართულია ლუჰანსკის რეგიონზე, თუმცა ის ასევე შეიძლება განხორციელდეს დონეცკის დასავლეთით, ვუჰლედარის რაიონში.

ამასთან ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთმა, სავარაუდოდ, ახალი წლის ღამეს მაკეევკაში 300-ზე მეტი ოკუპანტი დაკარგა.

“რუსეთმა, სავარაუდოდ, 300-ზე მეტი ოკუპანტი დაკარგა 2023 წლის 1 იანვარს, დონეცკის მახლობლად მდებარე მაკეევკას სამხედრო ბაზაზე თავდასხმის დროს. ჩვენი შეფასებით, მათი უმეტესობა კი არ დაშავდა, არამედ სავარაუდოდ, დაიღუპა ან დაიკარგა”, – ნათქვამია განცხადებაში.

დაზვერვის თქმით, თავდასხმის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საჯაროდ აღიარა, რომ ზარალი განიცადა და განაცხადა, რომ მაკეევკას სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 89 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

“განხვავება რუსეთის მიერ აღიარებულ მსხვერპლთა რაოდენობასა და მსხვერპლთა შესაძლო რეალურ რაოდენობას შორის, ხაზს უსვამს დეზინფორმაციის გავრცელებას რუსეთის საჯარო განცხადებებში”, – აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button