მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში, ომის 339-ე დღეს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილი კვლავ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრია

დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში რუსული ძალების მიერ დღეს დილით განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და სულ მცირე ორი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ამის შესახებ დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, პავლო კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს დილით კონსტანტინოვკაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამი მშვიდობიანი მოქალაქე, სულ მცირე ორი კი დაშავდა. რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს საცხოვრებელ კვარტალს, დააზიანა 4 მაღალსართულიანი კორპუსი, სასტუმრო, ავტოფარეხები და სამოქალაქო ავტომობილები“, – წერს პავლო კირილენკო.
ადგილზე მაშველები და სამართალდამცავები მუშაობენ. ბოროტება აუცილებლად დაისჯება”, – თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button