მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის პრეზიდენტი ერევანში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერევანში ჩავიდა. პუტინი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სესიაში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულ სესიას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უხელმძღვანელებს.

აეროპორტში რუსეთის პრეზიდენტს სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი დახვდა.

23 ნოემბერს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში, დაგეგმილია ვლადიმერ პუტინისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა. სომხური მედიის ცნობით, პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრა დღეს ОДКБ-ს სამიტის ფარგლებში იგეგმება.

სომხეთისა და რუსეთის ლიდერების გარდა, ОДКБ-ს სამიტში მონაწილეობას მიიღებენ: ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი და ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი.

როგორც მედია წერს, 2022-2023 წლებში ОДКБ-ს თავმჯდომარეობას ბელარუსი გადაიბარებს, რის გამოც პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო იმ პრიორიტეტებს წარადგენს, რომელიც მომავალ წელს განხორციელდება.

წევრები განიხილავენ საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებს და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად შედეგებს. მნიშვნელოვანი საკითხი იქნება კრიზისებზე რეაგირების სისტემის გაუმჯობესება და სომხეთისთვის დახმარების გაწევის ერთობლივი ღონისძიებები.

პუტინის ვიზატამდე ერთი დღით ადრე, ერევანში სომხეთის პროდასავლურმა ოპოზიციამ აქცია გამართა. ისმოდა რუსეთისა და ომის საწინააღმდეგო ლოზუნგები. ოპოზიციური ალიანსი, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან სომხეთის გასვლას მოითხოვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button