მნიშვნელოვანისაქართველო

გახარია: 12 მაისს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება არ ყოფილა

„დღეის მდგომარეობით, პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების არც ერთი ასეთი შემთხვევა ომბუდსმენის ოფისში დადასტურებული არ არის“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ ორგანიზატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გახარიამ აღნიშნა, რომ დეტალურად იქნება განხილული,კლუბებში სპეცოპერაციის დროს ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტებას.

„როგორც მე გუშინ აღვნიშნე, რა თქმა უნდა ჩვენ ვართ მზად, განვიხილოთ ყველა საკითხი და კითხვის ნიშანი, რომელიც არსებობს განსაკუთრებით პარასკევის ღონისძიებებთან დაკავშირებით და დავპირდით ჩვენს სტუმრებს, რომ დეტალურად განვიხილავთ მათთან ერთად იყო თუ არა შემთხვევები უფლებამოსილების გადამეტების პოლიციის მხრიდან. ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ დღეის მდგომარეობით არცერთი ასეთი შემთხვევა ომბუდსმენის ოფისში დადასტურებული არ არის. თუმცა, ჩვენ მზად ვართ, კიდევ ერთხელ განვიხილოთ ეს საკითხი და თუ დადასტურდა ესეთი შემთხვევები, კონკრეტული, ამაზე ვისაუბრებთ“, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ სამართალდამცველები, რომლებიც კლუბში შევიდნენ სამხრე კამერით იყვნენ აღჭურვილი:

„ყველა თანამშრომელი, რომელიც იყო შესული კლუბში, იყო აღჭურვილი სამხრე კამერით. არც ერთი დადასტურებული ფაქტი უფლებამოსილების გადამეტების არ არსებობს, ვერ დადასტურდება, განსაკუთრებით კლუბის შიგნით და ამაში ჩვენ კოლეგებიც დაგვეთანხმნენ. მათ ძირითადი შეკითხვები ჰქონდათ იმ ყველაფერთან, რაც ხდებოდა კლუბის გარეთ. შესაბამისად, ჩვენ ვიპოვით ყველა ადამიანს, მათი რაოდენობა იყო დაახლოებით 70, რომელიც ამ დროს იმყოფებოდა კლუბში და არ დასტურდება ასეთი ფაქტი“, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button