მნიშვნელოვანისიახლეები

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრეზიდენტს საპარლამენტო ტრიბუნიდან თხოვნით მიმართა

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრეზიდენტს საპარლამენტო ტრიბუნიდან მიმართა თხოვნით, დააბრუნოს უკრაინის ელჩი საქართველოში:

„ჩემი საპარლამენტო მოხსენებისას, საქართველოს მთავრობას მივმართე, დაებრუნებინა ჩვენი ელჩი უკრაინაში ასევე, დღეს აქედან, ამ ტრიბუნიდან მივმართავ, ჩემს კოლეგას და მეგობარს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი, რათა ჩვენ ორ ერს შორის, ამ უმძიმეს წუთებში, კავშირი სრულიად გამყარდეს და იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

პრეზიდენტის წლიური მოხსენებით გამოსვლას პარლამენტში ესწრებიან პრემიერი, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და ეკლესიის წარმომადგენლები.

რუსულ აგრესიასთან თავგანწირული ბრძოლა ჩვენში მხოლოდ პატივისცემას, სოლიდარობასა და გვერდში დგომას იწვევს. საქართველო იდგა და დგას უკრაინისა და უკრაინელების გვერდით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მადლობას უხდის საკანონმდებლო ორგანოში მყოფ უკრაინის წარმომადგენელს და ყველას, ვინც დღეს კიევში, ოდესაში, თუ მარიუპოლში ჩვენს ევროპულ მომავალს იცავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button