მნიშვნელოვანისიახლეები

სააკაშვილის შეწყალების თემა არ განიხილება, პასუხი ერთხელ უკვე გაცემულია

მე არ და ვერ შევალ, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, სააკაშვილის შეწყალების თემის ხელახლა განხილვაში, პასუხი ერთხელ უკვე გაცემულია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის ომით ამ საკითხის გაცოცხლება მხოლოდ შიდა პოლარიზაციის გაღვივების გამომწვევია.

„მე არ და ვერ შევალ, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, სააკაშვილის შეწყალების თემის ხელახლა განხილვაში, რამეთუ პასუხი ერთხელ უკვე გაცემულია. უკრაინის ომით ამ საკითხის გაცოცხლება კი, მხოლოდ შიდა პოლარიზაციის გაღვივების გამომწვევია. კიდევ ერთხელ, ჩვენსა და უკრაინას შორის რაიმე გაუგებრობის შემოტანის მცდელობაც კი მიუღებელია. მე ამას არ დავუშვებ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button