რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის უკრაინაში ფრონტის ხაზის გაყინვა შესთავაზა- Financial Times

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის უკრაინაში ფრონტის ხაზის გაყინვა შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, გასულ კვირას პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს უთხრა, რომ რუსეთს უკრაინის ოთხი რეგიონის არაოკუპირებულ ნაწილებზე “პრეტენზიებზე” უარის თქმა შეუძლია.
“ეს წინადადება პირველი ოფიციალური სიგნალია, რომელიც პუტინმა სამი წლის წინ ომის დაწყვებიდან გააკეთა, რომ რუსეთმა შეიძლება უკან დაიხიოს თავისი მაქსიმალური მოთხოვნებისგან შეჭრის შესაჩერებლად”, – წერს გამოცემა.
პუტინის სიტყვებმა იქამდე მიიყვანეს, რომ აშშ-მა “მშვიდობიანი დარეგულირების” წინადადება წარმოადგინა, რომლის ცალკეული დეტალები მედიაში მოხვდა.
ამავდროულად, ევროპელი მაღალჩინოსნები, რომლებიც Financial Times-ს ესაუბრნენ, შიშობენ, რომ პუტინი შესაძლოა აშშ-ის მხრივ დათმობას იყენებს, რათა ტრამპი პუტინის სხვა მოთხოვნების მიღებაზე დაითანხმოს და ისინი თავს მოახვიოს უკრაინას – მაგალითად, ყირიმის ანექსიის აღიარება და ნატოში გაწევრიანების აკრძალვა.
“ახლა კიევზე დიდი ზეწოლა ხორციელდება, რომ დათმობაზე წავიდნენ, რათა ტრამპმა გამარჯვების შესახებ გამოაცხადოს”,-განაცხადა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ.
უკრაინა მზადაა, დათანხმდეს უპირობო ცეცხლის შეწყვეტას და გააგრძელოს მონაწილეობა მოლაპარაკებებში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად ნებისმიერ ფორმატში – ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა მხარს უჭერს აშშ-ის წინადადებას სრული, უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
„ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე დარტყმები არ იქნება და, შესაბამისად, არ იქნება სარკისებური პასუხები.
…თუ ჩვენ მზად ვართ უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის – ეს ნიშნავს სიჩუმეს ზღვაზე, ცაში, ფრონტზე, ანუ ხმელეთზე – უკრაინა მზადაა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა მხოლოდ პუტინის სურვილზეა დამოკიდებული. ზელენსკის თქმით, აღდგომას ყველა მიხვდა, თუ ვინ იყო ომის ერთადერთი მიზეზი: როდესაც რუსეთს დარტყმების რაოდენობის შემცირება სურდა, მან ეს გააკეთა. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ რუსეთის არმიამ არ გამოიყენა შორი მოქმედების იარაღი, ბრძოლები ფრონტის ბევრ რაიონში გაგრძელდა, მიმდინარეობდა თავდასხმის ოპერაციები და გამოყენებული იყო FPV დრონები.
სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს. ამის შემდეგ, უკრაინა მზადაა, ნებისმიერ ფორმატში დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან.