მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის შეტევა ბახმუტთან, სავარაუდოდ, შესუსტდება

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთის შეტევა ბახმუტთან, სავარაუდოდ, შესუსტდება.
განახლებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ეს შეიძლება ნაწილობრივ იმით იყოს განპირობებული, რომ რუსეთის სარდლობამ გაიყვანა ქალაქში მიმავალი რამდენიმე ქვედანაყოფი, რათა მათი ჩართულობით გაამაგროს ფრონტის დასუსტებული მონაკვეთები.

“ბახმუტთან რუსული ძალების წინსვლა შესუსტებას იწყებს, თუმცა, ქალაქის დამცველებისთვის მდგომარეობა მძიმე რჩება.

ბრძოლა გრძელდება ქალაქის ცენტრში, უკრაინელი დამცველები საფრთხის ქვეშ რჩებიან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ალყაში მოქცევის გამო. ზოგიერთი რუსული შენაერთი ფრონტის სხვა სექტორებში გადადის”, – აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

20 მარტს, ბრიტანეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ დონეცკის ოლქის ქალაქი ავდეევკა ახლა დიდწილად განადგურებულია, სადაც რუსეთის ოპერაციას ძირითადად “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” პირველი არმიის კორპუსი ახორციელებს. დაზვერვის თქმით, ტაქტიკურად, მსგავსი სიტუაციაა უფრო დიდ ქალაქში, ბახმუტში, ჩრდილოეთით.
დაზვერვა წერს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მტრის ზეწოლის შესამცირებლად H-32 გზატკეცილზე (პოკროვ-ბახმუტ-მიხაილოვკა), რომლის გასწვრივაც გადის მიწოდების ხაზი, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის დასავლეთით ადგილობრივი კონტრშეტევა განახორციელეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ჯარები უკრაინის რეგიონებზე შეტევას აგრძელებენ. მათი თავდასხმის ძირითადი მიმართულებებია ლიმანი, ბახმუტი, ავდეევკა, მარინკა და შახტიორსკი.

მსგავსი პოსტები

Back to top button