მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები
რუსეთისთვის სანქციების მოხსნის რეზოლუცია დაიბლოკა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/04/kremli.jpg)
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა, უკრაინამ, საქართველომ და გაერთიანებულმა სამეფომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დაბლოკა რუსული რეზოლუციის პროექტი სანქციების მოხსნის შესახებ, რაც ხელს უშლის კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას, – ამის შესახებ ნათქვამია გაეროში რუსეთის მუდმივი მისიის ვებგვერდზე.
მედიის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის გარდა, რეზოლუციას 28 თანაავტორი ჰყავდა. მოსკოვი მოუწოდებს იმ ქვეყნებს, ვინც რეზოლუციის პროექტი დაბლოკა, წარმოადგინონ ახსნა-განმარტებები საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ.
რაც შეეხება საქართველოს და უკრაინას, რუსი დიპლომატები აცხადებენ, რომ ამ ქვეყნებმა „თავი არ შეიწუხონ, რადგან მათი პოლიტიზირებული არგუმენტები არაფრის მომცემია“.