მნიშვნელოვანიმსოფლიო

რუსეთმა ლუგანსკის ოლქში ცეცხლი გახსნა

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ლუგანსკის ოლქში ცეცხლი გახსნეს. საარტილერიო შეიარაღებით დაიბომბა დასახლება, სტანიცა ლუგანსკი, რა დროსაც ერთ-ერთი ჭურვი საბავშვო ბაღს მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციებზე დაყრდნობით ავრცელებს.

განსაკუთრებული ცინიზმით რუსულმა საოკუპაციო ძალებმა სტანიცა ლუგანსკი დაბომბეს. მძიმე საარტილერიო იარაღის გამოყენების შედეგად ჭურვი საბავშვო ბაღის შენობას მოხვდა”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ცნობილია, დაბომბვის დროს ბავშვები ბაღში იყვნენ. წინასწარი ინფორმაციით, კი დაზიანება ორმა ზრდასრულმა მიიღო.
მოსკოვი აგრძელებს უკრაინის საზღვრებთან თავისი ჯარების თავმოყრას, მიუხედავად „ყალბი“ განცხადებისა, რომ დაიწყო ამ რეგიონიდან ჯარების გაყვანა, – განაცხადა თეთრმა სახლმა. დასავლეთის ქვეყნები აგრძელებენ დიპლომატიურ მცდელობას შეშფოთების ფონზე, რომ რუსეთი ეს-ესაა შეიჭრება უკრაინაში.

რუსეთის მტკიცება, რომ ჯარი გაჰყავს რეგიონიდან, ეჭვქვეშ დააყენა ნატომაც, რომლის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ფაქტები მოსკოვის ოფიციალურ განცხადებებს ეწინააღმდეგება. „პირიქით, ჩანს, რუსეთი ზრდის სამხედრო პოტენციალს“, – უთხრა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, სადაც მიმდინარეობს ნატოს წევრების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა.

თეთრი სახლის მაღალი რანგის მოხელემ მოსკოვის მტკიცებას, რომ ჯარი გაჰყავს უკრაინის მოსაზღვრე არეალიდან, უწოდა „ყალბი“ და თქვა, რომ რუსეთმა გაზარდა თავისი სამხედროების რაოდენობა არეალში „შვიდი ათასით“, რომელთა ნაწილი იქ 16 თებერვალს განთავსდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button