მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა მოსკოვზე კიევის თავდასხმა აღკვეთა

რუსეთი ირწმუნება, რომ აღკვეთა მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე “კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევის მცდელობა”.
20 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემის მორიგე საშუალებებმა მოსკოვის ოლქის თავზე „გზად დაიჭირეს“ უპილოტო საფრენი აპარატი. რომელ რაიონში და რა შედეგებით, დაკონკრეტებული არ ყოფილა.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, დედაქალაქისკენ მიმავალი დრონი მოსკოვის ოლქის ქალაქ ელექტროსტალში „მოიგერიეს“. სობიანინის წინასწარი მონაცემებით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის რაიონში არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით გადაუმოწმებელია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ აქვს დაკონკრეტებული, რომელ რაიონში მოხდა ეს.

უკრაინულ მხარეს ამ თემაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე, მათ შორის მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განსაკუთრებით გახშირდა 2023 წლის გაზაფხულიდან.

მსგავსი პოსტები

Back to top button