მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მოსკოვი მეზობელ ქვეყნებში რუსული ენის პოპულარიზაციით არის დაინტერესებული

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ მოსკოვი დაინტერესებულია რუსული ენის პოზიციის ხელშეწყობით, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციის მოსაზღვრე ქვეყნებში.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი თავისი ძალისხმევის ნაწილს მიმართავს იმისთვის, რომ შრომითმა მიგრანტებმა რუსული ისწავლონ.
ლავროვის თქმით, რუსული ენის პოპულარიზაცია სახელმწიფო დონეზე მოხდება. ის ამბობს, რომ პოპულარიზაციის ფარგლებში მიგრანტმა მუშაკებმა რუსული უნდა ისწავლონ.

“დაინტერესებული ვართ რუსული ენის პოპულარიზაციის ხელშეწყობით, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში. ასევე, რუსულ ენაზე საგანმანათლებლო პროგრამების გაფართოებით, სხვა საკითხებთან ერთად, მიგრანტ მუშაკთა მომზადებაზე“, – ამბობს ლავროვი.

ლავროვმა აღნიშნა, რომ ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სპორტში საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება, ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები და მოხალისეთა მოძრაობა

მსგავსი პოსტები

Back to top button