მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტების მიერ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ დაკავებული ადგილობრივი უკვე თავისუფალია

20 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ე.წ მესაზღვრეებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავეს საქართველოს მოქალაქე პაატა არაქელოვი რომელიც ამ ეტაპზე თავისუფალია და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
ცნობისთვის ზემო არცევში, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის სოფლები – ქვეში, ახრისი, ჯარიაშენი და აძვი ესაზღვრებიან, რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ბაზა მდებარეობს.

დაკავებისას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის მცხოვრები საოკუპაციო გამყოფ ხაზთან იმყოფებოდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით კომუნიკაცია შედგა საქართველოში მოქმედი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მეშვეობით. ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებს.

მოლაპარაკებების შედეგად ახრისის მცხოვრების გათავისუფლება მალევე მოხერხდა. სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.
„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”, – წერია სუს-ის განცხადებაში.

ამჟამად ცხინვალის ციხესა და იზოლატორში საქართველოს 5 მოქალაქე იმყოფება. მათ გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები დეკემბრის დასაწყისში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გაგრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button