ტერორისტულმა დაჯგუფება ჰეზბოლამ ისრაელის მიმართულებით 25 რაკეტა და 3 შაჰიდის დრონი გაუშვა
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ტერორისტულმა დაჯგუფება ჰეზბოლამ ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით ბოლო საათების განმავლობაში 25 რაკეტა და 3 ე.წ. შაჰიდის დრონი გაუშვა – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელის არმიის ინფორმაციით, „ჰეზბოლამ“ ასევე გაუშვა დანაღმული უპილოტო აპარატები. რამდენიმე რაკეტა ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, „რკინის გუმბათმა“ მოიგერია, ნაწილი კი ღია ტერიტორიაზე დაეცა. უპილოტო თვითმფრინავები კი ისრაელის არმიის სასაზღვრო პოსტს შეეჯახა.
IDF-ს ცნობით, რამდენიმე რაკეტა ისრაელის რკინის გუმბათმა მოიგერია, ხოლო დანარჩენი რაკეტები ცარიელ, დაუსახლებელ ტერიტორიებზე ჩამოვარდა.
“3 დრონი საზღვარზე IDF-ს პოსტზე ჩამოვარდა, თუმცა თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ებრაელმა სამხედროებმა თავდასხმას საარტილერიო იერიშით უპასუხეს. მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰეზბოლას ერთ-ერთი დაჯგუფებაზე მიიტანა იერიში, რომელიც ლიბანური სოფელი მარვაჰინიდან ისრაელის მიწაზე სარაკეტო თავდასხმას გეგმავდა”, – აცხადებენ IDF-ში.