მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა ომში წლიური ბიუჯეტის მეოთხედი დახარჯა

Forbes-ის შეფასებით, რუსეთმა ომის 9 თვის განმავლობაში 82 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც მისი წლიური ბიუჯეტის მეოთხედია.

ამ თანხიდან 14 მილიარდზე მეტი დაჯდა უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმები. სავარაუდო მონაცემებით, შეჭრიდან ცხრა თვეში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიებზე 4 000-ზე მეტი რაკეტა გაისროლა, რომელთა საშუალო ღირებულება 3 მილიონ დოლარს შეადგენს.

დაახლოებით 6,6 მილიარდი დოლარი დასჭირდა არტილერიას, ხოლო 15,6 მილიარდი სამხედროების ხელფასებს. რუსეთმა ასევე დაკარგა 20,8 მილიარდი დოლარის სამხედრო ტექნიკა.

დასავლელი სამხედრო ექსპერტები თვლიან, რომ რუსეთის რაკეტების მარაგი მნიშვნელოვნად ამოწურულია, მაგრამ არსენალი მაინც საკმარისია 3-4 მასიური შეტევისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button