მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ 600 რაკეტა გამოიყენა-CNN

რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყნის წინააღმდეგ ჯამში 600 რაკეტა გამოიყენა და უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული სამხედრო ძალის 95% უკვე უკრაინის ტერიტორიაზე ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე დაკვირვების შედეგად დადასტურდა, რომ რუსული სამხედრო ძალები კვლავ ცდილობენ კიევის, ხარკოვის, ჩერნი-გოვისა და მარიუპოლის ალყაში მოქცევას.
თუმცა აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსნის შეფასებით, რუსული სამხედრო ძალების წინსვლას ხელს უშლის უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გაწეული წინააღმდეგობა. ამავდროულად, კიევის მისადგომებთან რუსული სამხედრო ძალის კოლონა, რომელიც დაახლოებით 60 კილომეტრზეა გადაჭიმული, კვლავ გაჩერებულია.

ამასთან რუსეთის მიერ გახსნილი ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით მოსახლეობა გასვლას მხოლოდ რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC რუსული მედიის მიერ გამოქვეყნებულ გეგმაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დერეფანი, რომელმაც კიევის მოსახლეობას ქალაქის დატოვების შესაძლებლობა უნდა მისცეს, რუსეთის მოკავშირე ბელარუსისკენ მიემართება, ხარკოვის მოსახლეობას კი წასასვლელი მხოლოდ რუსეთის მიმართულებით ექნება.
მარიუპოლიდან და სუმიდან დერეფნები მიმართული იქნება როგორც სხვა უკრაინული ქალაქებისკენ, ასევე რუსეთისკენ.
ცნობისთვის, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსული მხარე უკრაინის რამდენიმე ქალაქში ახალ ჰუმანიტარულ დერეფნებს გახსნის, რათა ადგილობრივ მოსახლეობას ევაკუაციის საშუალება მიეცეს. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი ადგილობრივი დროით 10:00 საათიდან შეწყდება, ევაკუაციის მარშრუტები განისაზღვრა დედაქალაქ კიევში, ასევე ხარკოვში, მარიუპოლსა და სუმში, რომლებიც ამჟამად რუსეთის თავდასხმის ქვეშაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button