მნიშვნელოვანისიახლეები

რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი შემოვიდა

საქართველოს მთავრობა თავის მართლების რეჟიმშია

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბოლო დღეებში რუსეთიდან საქართველოში 20-25 ათასი ადამიანი შემოვიდა.

როგორც დავითაშვილმა განმარტა, აღნიშნულ მაჩვენებელზე მინისტრთა კაბინეტის წევრებს ინფორმაცია თავად შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მიაწოდა. მისივე შეფასებით, “საუბარი იმაზე, რომ დიდი რაოდენობით ადამიანი საქართველოში ჩამოდის და ეს რისკების შემცველია, ასე არ არის”.

ამასთან, რაც ეხება შეზღუდვებს, მისივე თქმით, „ყველა ჩვენი მაკონტროლებელი ორგანო ფხიზლად უყურებს, რომ საქართველოში არ მოხვდნენ სანქცირებული პირები და სანქცირებული პირების ბიზნესები იყოს​ მიკვლევადი“.
მისი თქმით, საქართველოში რუსეთიდან შემოვლენ ის ადამიანები, რომლებიც “ქვეყანაში შემოსვლას იმსახურებენ”.

ადამიანებისთვის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც დღეს ჩვენს ქვეყანაში მოდიან, საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი თავისუფლების კუნძული რეგიონში, -განიხილება თუ არა რუსეთის მოქალაქეებისთვის რაიმე ტიპის შეზღუდვა, მათ შორის ბიზნესის წარმოებაზე ან უძრავი ქონების ყიდვაზე.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, თუ ადამიანები გაურბიან რეჟიმს და ცდილობენ თავისუფალ გარემოში აკეთონ საქმე, „ჩვენ ეროვნების ან სხვა მახასიათებლის მიუხედავად უნდა მივცეთ სწორი, ლეგალური და კანონის შესაბამისი საქმის კეთების საშუალება”.

მისივე თქმით, საქართველოს ყველა მაკონტროლებელი ორგანო ძალიან ფხიზლად უყურებს, რომ საქართველოში არ მოხვდნენ სანქცირებული პირები და მათი ბიზნესები იყოს მიკვლევადი.

,,ჩვენი ყველა მაკონტროლებელი ორგანო ძალიან ფხიზლად უყურებს, რომ საქართველოში არ მოხვდნენ სანქცირებული პირები, მათი ბიზნესები იყოს მიკვლევადი. ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა აღნიშნეს, რომ საქართველო ერთ-ერთი მაგალითია, თუ როგორ ხდება სწორად საერთაშორისო გადაწყვეტილებების შესრულება, მათ შორის საფინანსო ინსტიტუტების კონტექსტში. პროცესი წარვმართეთ ისე, რომ საქართველოს მოქალაქეები და ქართული ბიზნესები არ დაზიანდნენ, მეორეს მხრივ ვიყავით პირნათელი ყველა იმ საერთაშორისო გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც მიღებული იყო საფინანსო ინსტიტუტების მიერ. ჩვენ მომავალშიც ასე გავაგრძელებთ, საქართველოში შემოვლენ პირები, რომლებსაც ექნებათ „სუფთა რეკორდი“, ამას აკონტროლებს შსს, რომ საქართველოში შემოვიდნენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც იმსახურებენ, რომ შემოვიდნენ. გვესმის, სიტუაცია მგრძნობიარეა, ამიტომ ჩვენი მხრიდან ყურადღება არის გაზრდილი და გავაგრძელებთ მუშაობას“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ბოლო რამდენიმე დღეა, მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა ომი დაიწყო და სანქციები დაწესდა, სოციალურ ქსელებში წერენ, რომ გაიზარდა რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული მოქალაქეების რაოდენობა. 6 მარტს სოციალურ ქსელებში ასევე ვრცელდებოდა ფოტოები, რომლებშიც ასახული იყო ბანკომატებთან რიგები.

უკვე მეთორმეტე დღეა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს – იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები. უკვე დაიღუპა 30-ზე მეტი ბავშვი და ათეულობით ადამიანი. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს, საქართველო კი “ეროვნული ინტერესების” მოტივით არ უერთდება მათ.

ლევან დავითაშვილის კომენტარი

გარდა ამისა საქართველოს მთავრობა თავის მართლების რეჟიმშია. ეკონომიკის მინისტრი სამთავრობო ტრიბუნიდან ამტკიცებს, რომ რუსეთში რძის და ყველის გაყიდვაზე მოლაპარაკებები ქართულმა კომპანიებმა დაიწყეს და არა სახელმწიფომ, თუმცა ღარიბაშვილს გუნდს უჭირს ახსნას – თუ სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ იყო ჩართული სავაჭრო ურთიერთობების მოგვარებაში რა უნდა ზურა ჩეკურიშვილს დიალოგის მაგიდასთან.

“2020 წლიდან დღემდე ეს კომუნიკაცია არ ყოფილა და ამიტომ აჟიოტაჟი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული. ომის პირობებში საქართველოს ამ საკითხთან დაკავშირებით არ მიუმართავს. ამ საკითხზე მიმართვა იყო კერძო კომპანიებისგან. ინფორმაცია საქართველოდან გაგზავნილი იყო 2020 წელს, 20-დან დღემდე ამაზე პასუხი არ არ ყოფილა, პასუხზი იყო პარასკავს თუ შაბათს, როდესაც რუსულმა მხარემ გადაწყვიტა და განაცხადები რომლებიც მათ ჰქონდათ, ამ განაცხაცდებზე შესაძლოა ყოფილიყო დადებითი პასუხი. ეს ინფორმაცია საჯაროდ გავრცელდა. ეს არის კონკრეტული ფაქტი.  დანარჩენი, ვიღაცები რაღაცებს ამბობენ არ მაინტერესებს, რომელი ქვეყნის წარმომადგენელია, კერძო პირია, დავასრულოთ” – ამბობს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი. 

სკანდალში გახვეული ჩეკურიშვილი, რომელმაც პირდაპირი მოლაპარაკებები გამართა,  დილიდან იმალება,

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღარიბაშვილის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ რუსეთში რძე და ყველი გაიტანოს, დაუშვებელს უწოდებს.

“როცა უკრაინაში ომია, რაკეტებით და ბომბებით მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ, რუსეთის დახმარება და სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა მიუღებელია” – წერს ოფიციალური კიევი საქართველოს ხელისუფლების მისამართით.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button