მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

შავ ზღვაში უკრაინელმა სამხედროებმა მტრის გემი ჩაძირეს

უკრაინელმა ძალებმა შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის პრესცენტრის ხელმძღვანელი, სერგეი ბრატჩუკი ავრცელებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გემი ოდესასთან ახლოს ჩაიძირა და სხვა დეტალები ჯერ არ დაზუსტებულა.

„ცოტა ხნით ინტრიგა შევინარჩუნეთ, მაგრამ ახლა უკვე შეიძლება ვთქვათ, რუსული გემი განადგურებული, მტერს დანაკარგი აქვს. ჩვენები ყოჩაღები არიან. დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს! დიდება უკრაინას! ჩვენ გავაგრძელებთ მტრის განადგურებას. მინუს ერთი სამხედრო გემი,“ – განაცხადა ბრატჩუკმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისათვის მტრის დანაკარგი 24 თებერვლიდან დღემდე, ასე გამოიყურება

➡11 ათასზე მეტი სამხედრო

➡290 ერთეული ტანკი

➡999 ერთეული – ჯავშანტექნიკა

➡117 ერთეული – საარტილერიო სისტემები

➡MLRS – 50 ერთეული

➡თავდაცვის საშუალებები – 23 ერთეული

➡თვითმფრინავი – 46 ერთეული

➡ვერტმფრენები – 68 ერთეული

➡საავტომობილო აღჭურვილობა – 454 ერთეული

➡გემები / ნავები – 3 ერთეული

➡ტანკები PPM-ით – 60

➡უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიული და ტაქტიკური დონე – 7

➡მიმდინარეობს მონაცემების განახლება.

მსგავსი პოსტები

Back to top button