მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთს გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრობა უნდა შეუჩერდეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ რუსეთს გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრობა უნდა შეუჩერდეს. ამის შესახებ მან ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„როდესაც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს იწყებს, ომს, რომელსაც გენერალური ასამბლეა გმობს, ასეთი წევრის საბჭოში წევრობის შეჩერება, ჩემი აზრით, ავტომატური უნდა იყოს”, – განაცხადა მიშელმა.

მან ასევე განაცხადა გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების გამოყენებაზე რეფორმის საჭიროებაზე.

„ვეტოს უფლების გამოყენება გამონაკლისი უნდა იყოს, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ეს წესი გახდა. რეფორმა საჭირო და გადაუდებელია”, – აღნიშნა მიშელმა.

გარდა ამისა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ რუსეთიდან გაქცეული მოქალაქეებისთვის ევროკავშირის კარის გაღებას მხარს უჭერს. აღნიშნული განცხადება შარლ მიშელმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში გააკეთა.

მიშელის განმარტებით, ევროკავშირი უნდა იყოს ღია მათთვის, ვისაც არ სურს, იყოს ინსტრუმენტი კრემლის ხელში.

ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ის მზადაა, ამ საკითხზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებთან კონსულტაციები გაიაროს.

„ვფიქრობ, ევროკავშირმა უნდა უმასპინძლოს მათ, ვისაც პოლიტიკური შეხედულებების გამო საფრთხე ემუქრება. პოლიტიკური შეხედულებების გამო რუსეთში ხალხი თუ საფრთხეშია, რადგან მათ არ სურთ, დაემორჩილონ კრემლის შეშლილ იდეას, წამოიწყოს ომი უკრაინაში, მაშინ ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები რუსეთიდან გაქცეული მოქალაქეებისთვის კარის გახსნის საკითხს ორშაბათს განიხილავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button