მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთს უკრაინის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამჟამად რუსეთს უკრაინის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. UNIAN-ის ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტმა 2 ივნისს განაცხადა ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის წინაშე ვიდეოხიდის საშუალებით გამოსვლისას.

ზელენსკის თქმით, შეტაკებები ფართო ტერიტორიაზე მიმდინარეობს და 2 603 დასახლებული პუნქტია გასათავისუფლებელი.

ზელენსკიმ გაიხსენა, რომ 2014 წლის გაზაფხულიდან 2022 წლის 24 თებერვლამდე უკრაინამ 14 000 მეტი უკრაინელი დაიღუპა, 1.5 მილიონზე მეტი კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა. ამ პერიოდში რუსეთი უკრაინის ტერიტორიის 43 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტს აკონტროლებდა.

„ევროპული სახელმწიფოების უმეტესობისთვის ამ მასშტაბის ომი უკვე კოლოსალური იქნებოდა, თუმცა 24 თებერვალს რუსეთმა აჩვენა, რომ ეს არ იყო მისი მასშტაბები. მან აჩვენა რომ მისი ბოროტება გაცილებით დიდია. რუსი სამხედროები უკრაინაში 3 620 დასახლებაში შევიდნენ, 1 017 უკვე გათავისუფლდა, 2 603 რჩება გასათავისუფლებელი.

“რუსეთის ჯარები შევიდნენ უკრაინის 3620 დასახლებულ პუნქტში. 1017 უკვე გავათავისუფლეთ. მაგრამ 2603 გასათავისუფლებელი გვაქვს. დღეისთვის ოკუპანტების კონტროლის ქვეშ არის ჩვენი ტერიტორიების 20%, დაახლოებით 125 ათასი კვადრატული კილომეტრი. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ბენილუქსის ქვეყნების მთელი ტერიტორია ერთად აღებული”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღევანდელი მონაცემებით ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 20%-ს, თითქმის 125 000 კვ.კმ-ს ოკუპანტები აკონტროლებენ. ეს ბევრად მეტია ვიდრე ყველა ბენილუქსის [ბელგია, ნიდერლანდები,ლუქსემბურგი] ქვეყნის ტერიტორიის ჯამური ფართობია“ – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 300 000 კვ.კმ-მდე ფართობის ტერიტორია დანაღმულია.

ზელენსკის თქმით, ქვეყნის შიგნით დევნილად 12 მილიონი უკრაინელი იქცა, ქვეყნის დატოვება კი 5 მილიონ უკრაინელს, ძირითადად ქალებსა და ბავშვებს მოუწიათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button