მნიშვნელოვანირეგიონი

პარლამენტის კომიტეტმა გასვლითი სხდომა კახეთში ჩაატარა

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა, კახეთის რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია, გასვლით სხდომაზე მოისმინა.

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაცით, პარლამენტის წევრებმა მიიღეს ცნობები, რომ რეგიონში 19 სპორტის სახეობის 25 სპორტული სექცია ფუნქციონირებს, სადაც 6 400 ბენეფიციარია ჩართული.

„მიმდინარე წელს, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს სპორტის დაფინანსებისთვის ოთხმილიონნახევარი ლარი აქვს გამოყოფილი. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე კი, ბიუჯეტიდან 9 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება“, – განაცხადა კახეთის გუბერნატორის მოადგილემ, გივი მეტრეველმა.

საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის განმარტებით, გასითი სხდომები რეგიონების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ტარდება.

„ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ეს შეეხებოდა, როგორც სპორტული ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების კომპონენტს, ასევე მოქალაქეებისთვის სხვადასხვა სერვისების ხელმისაწვდომობას. კომიტეტი, საქართველოს რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურების მდგომარეობის შესწავლას გააგრძელებს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

სხდომის დასრულების შემდეგ, კომიტეტის წევრებმა თელავის სპორტული სკოლა და სტადიონი დაათვალიერეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button