
რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი, 15 770-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ, კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 1291 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 130 კი, გარდაიცვალა. ინფიცირების შემთხვევები რუსეთის 82 რეგიონშია დაფიქსირებული.