რუსეთში მსხვერპლი მოჰყვა მატარებლის და ავტობუსის შეჯახებას

უბედური შემთხვევა რუსეთში. ვლადიმირის ოლქში მატარებელი სამგზავრო ავტობუსს დაეჯახა, რომელსაც მგზავრები ყაზახეთიდან მოსკოვში გადაჰყავდა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 21 ადამიანი. 32 დაშავებული, რომელთა შორის ორი ბავშვია, საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

წინასწარი ვერსიით, სარკინიგზო გადასასვლელზე მოძრაობისას ავტობუსის ძრავი მწყობრიდან გამოვიდა და ჩაქრა, რის გამოც მძღოლმა მოძრაობა ვერ განაგრძო. პრობლემის შესახებ რკინიგზამ მემანქანე გააფრთხილა, თუმცა საგანგებო მუხრუჭის მიუხედავად, მატარებლის გაჩერება ვერ მოხერხდა.

სამართალდამცველების ცნობით, ავარიის მიზეზების დასადგენად სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიება ავარიის თვითმხილველების და დაზარალებულების დაკითხვას გეგმავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button