საბავშვო ბაღის ეზოში თხევადი გაზის ბალონი აალდა

დღეს ბათუმში მე-14 ბაღის ეზოში თხევადი გაზის ბალონი აალდა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც აღსაზრდელები საუზმობდნენ. მათი ევაკუაცია შენობიდან დროულად განხორციელდა.

ინციდენტის გამო, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა. ბაღში გაზის სპეციფიკური სუნი იყო.

ინფორმაციის წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button