მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ აქციები გაიმართა

საპროტესტო ტალღას რუსეთში ხელისუფლება კვლავ სპეცრაზმის ქუჩაში გამოყვანითა და აქციის მონაწილეების დაჭერით უპირისპირდება.
24 სექტემბერს ამ მომენტისთვის რუსეთის 32 ქალაქში 700-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე, მათგან ნახევარზე მეტი – მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, იუწყება ორგანიზაცია OVD-Info.

აქციების ორგანიზატორი იყო მოძრაობა “ვესნა”, დემონსტრაციათა ადგილი მხოლოდ შაბათს გამოცხადდა.

OVD-Info-ის ცნობით, მოსკოვში დააკავეს 300-ზე მეტი მოქალაქე, სანკტ-პეტერბურგში – 100-ზე მეტი. საკუთრივ აქციებმა დაწყება ვერ მოასწრო, პოლიციამ ხალხის დაპატიმრება დაიწყო აქციების დაწყების საათის დადგომამდე, ყველაზე მეტი ადამიანი მოსკოვშია დაკავებული – მინიმუმ 336 პირი, სანქტ-პეტერბურგში დაკავებულია 122 ადამიანი, ნოვოსიბირსკში – 70, ირკუტსკში – 20, იჟევსკში – 20, ტომსკში – 18, პერმში – 16, უფაში – 16, ვოლგოგრადში – 11, ვოლოგდაში – 10, ყაზანში – 7, ნიჟნი ნოვგოროდში – 6, ულან-უდეში – 6, ფსკოვში – 6, სარატოვში – 5, ეკატერინბურგში – 4, სამ-სამი – ხაბაროვსკში, ტვერსა და ივანოვოში, ორ-ორი – ჩერეპოვეცში, რიაზანში, ტიუმენსა და ომსკში, თითო-თითო – კრასნოდარში, ჩელიაბინსკში, ვორონეჟში, ვლადიმირში, ბარნაულში, არხანგელსკში, ჩიტაში, გატჩინასა და სამარაში.

OVD-Info იუწყება, რომ მოსკოვში დაკავებულებს შორისაა არასრულწლოვანი შეზღუდული მხედველობით.

თვითმხილველთა თქმით, აქციებზე ნაკლები მოქალაქე გადის, ვიდრე 21 სექტემბერს, როცა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში მისი ომისთვის ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

“ვესნას” მიერ ორგანიზებული აქციები სხვა ქალაქებშიც გაიმართა, მათ შორის ნოვოსიბირსკში, სადაც პოლიციამ 70-მდე პირი დააკავა.
რუსეთში საპროტესტო ტალღამ განსაკუთრებით 21 სექტემბრის შემდეგ იფეთქა მაშინ, როდესაც პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და რუსეთის მოქალაქეები საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის გაიწვია. მიუხედავად იმისა, რომ პუტინის განკარგულებაში გარკვევით წერია რომ მობილიზაცია მხოლოდ რეზერვში მყოფ ან სამხედრო გამოცდილების მქონე პირებს ეხებათ, ომში მიჰყავთ სტუდენტებიც, თან ისე, რომ ბევრი ოჯახთან დამშვიდობებასაც ვერ ასწრებს.

განკარგულების გამოქვეყნების წამიდან ადგილობრივებმა ქვეყნის დატოვება მასობრივად დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ფინეთი რუსი ტურისტებისთვის ქვეყანაში შესვლას ამკაცრებს, საზღვართან მაინც უამრავი ადამიანი იცდის.

ისინი კი ვინც ქვეყნიდან გაქცევას ვერ ახერხებენ, განსხვავებულ მეთოდებს მიმართავენ, რათა მობილიზაციას თავი აარიდონ. 1500 რუბლის სანაცვლოდ რუსების ნაწილმა ხელი მოიტეხა და ომში არ მიდიან. აღმოჩნდა, რომ მობილიზაციის გამოცხადების მომენტიდან ხელის მოტეხვის უმტკივნეულო ტექნიკა რუსეთში, გუგლის საძიებო ველში ყველაზე ხშირად მოძებვნადი საკითხია.

როგორც ჩანს, რუსების გარკვეული ნაწილი პუტინის ომს უკრაინაში სხვასხვა მეთოდებით გაურბის, თუმცა რუსულ მედიაში წერენ, რომ მათ საწინააღმდეგოდ რუსეთის პრეზიდენტმა ხელი ახალ კანონს მოაწერა, რომლის მიხედვით, ყველა იმ მოქალაქეს, ვინც საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარს იტყვის 7-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაემუქრებათ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში არასანქცირებული აქციები კანონით აკრძალულია. მოსკოვსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, საომარი მდგომარეობის დროს საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა რუსეთში სამიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს გამოაცხადა მოსახლეობის ნაწილობრივი მობილიზაცია უკრაინის ომისთვის და ხელი მოაწერა შესაბამის განკარგულებას, რომლის ღია ნაწილშიც არ არის განსაზღვრული პარამეტრები, რომლითაც “ნაწილობრივი” გაწვევა დადგინდება. პირველ ეტაპზე იგეგმება 300 ათასი რეზერვისტის გაწვევა, აცხადებენ, რომ ეს რუსეთის სამობილიზაციო პოტენციალის ერთ პროცენტს შეადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button