მსოფლიოსიახლეები

რუსეთში ციხეში არეულობასა და ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, აღმოსავლეთ ციმბირის ციხეში ერთი პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს მას შემდეგ, რაც საპატიმროში არეულობა და ხანძარი მოხდა, – განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა 11 აპრილს.

დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ ინციდენტის შედეგად, რომელიც ირკუტსკის რეგიონის ნომერ მეთხუთმეტე საპატიმროში მოხდა, 300-მდე პატიმარი დაშავდა. არეულობა, რაშიც ოფიციალური პირები პატიმრებს ადანაშაულებენ, 9 აპრილს დაიწყო. უფლებადამცველი ორგანიზაციები კი აცხადებენ, რომ სისტემატური არაადამიანური მოპყრობის გასაპროტესტებლად, პატიმრებმა მასობრივად მიიყენეს თვითდაზიანებები.

აქტივისტები არასამთავრობო ორგანიზაციიდან “ადამიანის უფლებებისთვის” აცხადებენ, რომ 9 აპრილს, გვიან ღამით, კოლონიაში არეულობის ჩახშობის მიზნით, სპეცრაზმი შევიდა. ფედერალური პენიტენციური სისტემის ირკუტსკის განყოფილების პრესმდივანი ამბობს, რომ არეულობა პატიმრის მიერ ბადრაგზე თავდასხმას მოჰყვა.

10 აპრილს კოლონიაში ხანძარი გაჩნდა. ციხისკენ მიმავალი გზები პოლიციას ჰქონდა ჩახერგილი და დამოუკიდებელ დამკვირვებლებს შენობასთან არ უშვებდნენ. ხანძარი 11 აპრილს, დილით ადრე ჩააქრეს.

პენიტენციური სისტემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვითარება “კონტროლს ექვემდებარება” და ხანძრის გაჩენაში პატიმრებს ადანაშაულებენ. ციხეში არ უშვებენ უფლებადამცველებს. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული კარანტინის გამო, ციხესთან კონტაქტს ვერც პატიმართა ოჯახების წევრები ამყარებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button