მნიშვნელოვანისაქართველო

“What a sexy name! “- წულუკიანი ISFED-სგან ბოდიშს ითხოვს

იუსტიციის ყოფილი მინისტრი, პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი „ფეისბუკით“ გამოეხმაურა „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის კომენტარს პარალელური დათვლის კორექტირებასთან დაკავშირებით და დაწერა, რომ „შეცდომის“ აღიარება საკმარისი არაა და ორგანიზაციამ ბოდიში უნდა მოიხადოს.

წულუკიანის განცხადებით, „სამართლიანი არჩევნების“ შეცდომამ გამოიწვია „საძაგელი და უზრდელი“ თავდასხმები ცესკოზე და ხელი შეუწყო „სახელმწიფო ინსტიტუტის ნგრევის მცდელობებს“.

„მოიხადეთ ბოდიში “ხარვეზისათვის” (what a sexy name!), რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ეყრდნობოდა ოპოზიცია, იძახდა რომ გაყალბდა და გეგმავდა ამ ძლივს სტაბილურად შენარჩუნებულ დამოუკიდებელ ქვეყანაში დესტაბილიზაციას! ეგებ აღიდგინოთ ნდობა მომავალი არჩევნებისთვის!“ – წერს თეა წულუკიანი.

“სამართალიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე, ფეისბუქზე წერს, რომ მის ორგანიზაციას 2012 წლის შემდეგ ასეთი მძიმე გამოწვევა არ ჰქონია.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button