მნიშვნელოვანირეგიონი

“რუსთავში მამაკაცი დაჭრეს”

“რუსთავში, მარის არხის დასახლებაში, მეზობლებს შორის კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც გამოძიების წინასწარი ინფორმაიით, მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს”, ინფორმაციას შს სამინისტროში ადასტურებენ.

უწყებაში განაცხადეს, რომ  ერთ-ერთ ოჯახში შელაპარაკება ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცებს შორის მოხდა. ერთ-ერთმა მამაკაცმა მეზობელს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

დაშავებული რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაივანეს. 

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. 

დაკავებულია ერთი პირი.

მსგავსი პოსტები

Back to top button