მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსი ოკუპანტების დანაკარგი 24 თებერვლიდან 27 აპრილამდე

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 27 აპრილამდე პერიოდს.

სამინისტროს ცნობით, რუსი ოკუპანტების დანაკარგი ასეთია:

📌ჯარისკაცი – დაახლოებით 22 400 (+300)

📌ტანკი – 939 (+21)

📌ჯავშანტექნიკა – 2342 (+34)

📌საარტილერიო სისტემა – 421 (+5)

📌სარაკეტო სისტემა – 149

📌საზენიტო საბრძოლო სისტემა – 71(+2)

📌თვითმფრინავები – 185 (+1)

📌ვერტმფრენი – 155(+1)

📌სამხედრო საავტომობილო ტექნიკა – 1 666(+23);

📌გემი/ნავი/კატარღა – 8

📌საწვავის რეზერვუარი – 76

📌ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 207

📌სპეციალური აღჭურვილობა – 31

📌გამშვები OTRK / TRK / მობილური SRBM სისტემა – 4.

ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შესაძლოა, უახლოეს დღეებში იყოს შესაძლებელი, – ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა გერმანიაში, ნატო-ს „რამშტაინის“ ბაზაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

აკარმა აღნიშნა, რომ საკონსულტაციო შეხვედრაზე 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებმა გაცვალეს მოსაზრებები და განიხილეს უკრაინის თავდაცვის შემდგომი სამოქმედო გეგმა.

„ჩვენ შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენებს. მიღებული სიახლეებით თუ ვიმსჯელებთ, არის პრობლემური სიტუაციები. როგორც ყველა ქვეყანა, ჩვენც სხვადასხვანაირად ვცდილობთ მათ დაძლევას. ჩვენ უნდა გავიხსნათ. ამრიგად, ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობიანი გადაწყვეტილებების პოვნა უფრო ადვილია“, – აღნიშნა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button