მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საჰაერო თავდასხმები „აზოვსტალის“ ქარხანაზე არ წყდება

"ხერსონი უკრაინაა!"

საჰაერო თავდასხმები „აზოვსტალის“ ქარხანაზე არ წყდება, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო Telegram-ში იუწყება.

მისივე თქმით, ქარხნის ტერიტორიის ნაწილზე გრძელდება ქუჩის ბრძოლა.

ამასთან, პეტრო ანდრიუშჩენკო აცხადებს, რომ ოთხშაბათს მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მცდელობაზე შეთანხმება არ მომხდარა.

შეგახსენებთ, მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნის ტერიტორიაზე ასობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედროები იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია 500-მდე პირი. უკრაინის ხელისუფლება რუსულ მხარეს ქარხნიდან ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის უზრუნველყოფას სთხოვს.

ამასთსან დაძაბული ვითარებაა უკრაინის ქალაქ ხერსონში, სადაც რუსმა ოკუპანტებმა ქუჩაში შეკრებილი მოსახლეობის მიტინგი დაარბიეს.

მომიტინგეებმა ანტი-საოკუპაციო აქცია ქალაქის ცენტრში გამართეს. ისინი რუსებს მოუწოდებდნენ, დატოვონ უკრაინის ტერიტორია.

“ხერსონი უკრაინაა!” – სკანდირებდნენ აქციაზე შეკრებილები.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. დაშავებულია მინიმუმ 4 ადამიანი. არიან დაკავებულებიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button