“სიცოცხლისთვის საშიში წყალი”

20 წლიანი პრობლემა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. 10 000 ზე მეტი ადამიანი ამ ხნის მანძილზე ფიზიკურად და ბიოლოგიურად დაბინძურებულ წყალს მოიხმარს.

ცენტრალური წყლის სისტემიდან ლაგოდეხში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი და 5 სოფელი მარაგდება. წყლის სათავე-ნაგებობის სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი და გახარჯული მილიონობით ლარი – სასმელი წყალი ლაგოდეხში დღემდე გადაუჭრელ საკითხად რჩება.

წყლის ხარისხის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებას არაჯეროვნად აფასებენ წყალმომარაგების კომპანიაში, თუმცა ხელისუფლება პრობლემას მძიმედ აფასებს და სავალალო შედეგებზე საუბრობს. როგორია ექსპერტის მოსაზრება საკითხთან დაკავშირებით და რა მეთოდებით აპირებენ მუნიციპალიტეტის პირველი პირები სუფთა სასმელი წყლით მოსახლეობის უზრუნველყოფას.

“სიცოცხლისთვის საშიში წყალი”- სოფო სარალიძის ჟურნალისტური მოკვლევა

მსგავსი პოსტები

Back to top button