რუსმა სამხედროებმა უკრაინაში 42 210 დანაშაული ჩაიდინეს

ომის 175-ე დღეს, რუსეთი კვლავ აგრძელებს უკრაინის ტერიტორიაზე აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას. დონეცკში რუსული ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაშავდა, ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი პავლო კირილენკო ავრცელებს. გრძელდება დნიპროპეტროვსკის ოლქის დაბომბვაც, როგორც ცნობილია, შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.
რუსეთის საოკუპაციო ჯარები დონბასში სხვადასხვა მიმართულებით შეტევაზე გადასვლას ცდილობენ. უკრაინელი სამხედროები თავდაცვის ხაზს ინარჩუნებენ და სამჯერ შეძლეს შტურმის მოგერიება – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გენშტაბის ცნობით სლავიანსკის მიმართულებით მოწინააღმდეგემ ტანკებიდან და არტილერიიდან ცეცხლი გახსნა რამდენიმე დასახლების მიმართულებით, ასევე ბოგოროდიჩნის მიდამოში ოკუპანტებმა შეტევითი ბრძოლის ჩატარება სცადეს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს უკან დახევა მმოუწია. ბრძოლები გრძელდება მაზანოვკასა და ნოვოდმიტროვკას მახლობლად.
დამპყრობლები აგრძელებენ ძალისხმევის ფოკუსირებას ბახმუტისა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებზე. კრამატორსკის და ავდეევსკის მიმართულებებზე მტერი ცდილობს გააუმჯობესოს ჯარების ტაქტიკური პოზიცია.
ბრძოლები კვლავ მიმდინარეობს ხარკოვის, სლავიანსკის, ბახმუტისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებზეც და ამასთან ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინის ტერიტორიების დანაღმვას.
ოდესის ოლქში რუსული ძალების თავდასხმის შედეგად დაინგრა დასასვენებელი ცენტრი, დაშავდა სამი ადამიანი, ინფორმაციას ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ბრატჩუკი ავრცელებს.
მისი სიტყვებით, ორმა რაკეტამ დააზიანა დასასვენებელი ბაზა და ახლომდებარე შენობა, ადგილზე გაჩნდა ხანძარი, დაშავდა სამი ადამიანი, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებული ტელეგრამის არხები ირწმუნებიან, რომ სარაკეტო თავდასხმა “უკრაინის შეიარაღებული ძალების ბოევიკების ბაზაზე” განხორციელდა.
უკრაინა, ხარკოვი, ომის 195-ე დღე – რუსეთმა ოლქი ტორნადოს ტიპის რაკეტებით დაბომბა. დაიღუპა 1 მშვიდობიანი მოქალაქე, 8 კი დაიჭრა. განადგურებულია საცხოვრებელი კორპუსები და ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულება.
მიკოლაევში, ოკუპანტების თავდასხმის შედეგად უნივერსიტეტი განადგურდა. ოდესაში კი, საოკუპაციო ძალებმა საცხოვრებელი უბანი დაბომბეს, დაჭრილია 3 ადამიანი. სამიზნე ისევ გახდა სუმის ოლქიც, რომელიც გუბერნატორის ინფორმაციით, ღამით 12-ჯერ გახდა თავდასხმის ობიექტი.
დონეცკში კი ახლა მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. რუსული ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმას, 2 ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაშავდა. ერთი მოქალაქე ადეევკაში, ხოლო მეორე ზაიცევის რაიონში მომხდარი აფეთქებებისას დაიღუპა. მხოლოდ ერთ საცხოვრებელ უბანში, განადგურებულია 10 სახლი.
დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკადან უკრაინელმა სამხედროებმა, მოქალაქეების სავალდებულო ევაკუაცია დაბომბვების ფონზე განახორციელეს. მოხუცები, ქალები და ბავშვები უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
გრძელდება დნეპროპეტროვსკის ოლქის დაბომბვაც – როგორც ცნობილია, შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ომის 175-ე დღეს რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის, ვერხნი როგანჩიკის რაიონის მერი, სვეტლანა კოროტუნი საკუთარი სახლიდან გაიტაცეს. უკრაინის ოფიციალური პირები მერის გათავისუფლებას მოითხოვენ. თანამემამულეებს ტრადიციულად მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ვითარება კრიტიკულია დონბასში, სადაც რუსული ძალები უკრაინელებს მასობრივად უტევენ. ბოლო 24 საათში იქ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების 3 შტურმი მოიგერიეს.
უკრაინის გენერალური პროკურატურა განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინაში 42 210 დანაშაული ჩაიდინეს.