მნიშვნელოვანისიახლეები

რუსთაველის გამზირი ბედობა დღესაც გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ. გამზირი ბედობა დღესაც გადაკეტილია.

რუსთაველის გამზირზე, სადაც მოქალაქეები თვეზე მეტია ყოველდღიურად იკრიბებიან, აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.

მოქალაქეები 35-ე დღეა ქუჩაში გამოდიან და უცვლელად ითხოვენ: ხელახალი არჩევნების ჩატარებას და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას.

მოქალაქეები სკანდირებენ: “საქართველო, საქართველო!”

მანამ სანამ პარლამენტთან შეკრებილი პროტესტის მონაწილეები გზას გადაკეტავდნენ, პოლიციას ცოცხალი კორდონი ჰქონდა გაკეთებული.

ცნობისთვის, მასშტაბური აქციები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button