“რუსთავი 2-ის იურისტებს უფლებამოსილება შეუწყდათ”
მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩიენებას, “რუსთავი 2”-ის დღემდე მოქმედი ადმინისტრაცია ვერ გაასაჩივრებს. ამის შესახებ განცხადება კომპანიის იურისტმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გააკეთა.
როგორც იურისტი ამბობს, “ურთმელიძემ განჩინების დაუყონებლივი აღსრულება მოითხოვა და დროებით მმართველად სხვა პირები დანიშნა, შესაბამისად რუსთავი 2-ის იურისტებს უფლებამოსილება შეუწყდათ. შესაბამისად ურთმელიძის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება რევაზ საყევარიშვილს და დავით დვალს ექნებათ”.
“აბსოლუტურად ყველა პირს, რომელმაც შეიძლება გაასაჩივროს ეს განჩინება, შეგვიწყდა უფლებამოსილება. ერთადერთი, გასაჩივრება შეეძლება რევაზ საყევარიშვილს და დვალს. სურპრიზი არ იქნება, რომ მათ გასაჩივრების სურვილი არ ექნებათ. ჩემი ინფორმაციით, რეესტრმა ეს გადაწყვეტილება უკვე დაარეგისტრირა”, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.