“რუსთავი 2”-ის მხარდამჭერ აქციაზე 13 პირი დააკავეს

თბილისის რუსთავი ორის მხარდამჭერ აქციაზე 13 პირია დაკავებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიმ განაცხადა, პროვოკაცია წამოიწყო ზვიად ჩოხელმა, რომელიც სუს-ის ხელმძღვანელის ლევან ტაბატაძის მეჯვარეა. მელიას თქმით, მას მერიამ გადაურიცხა თანხა. პოლიციამ დააკავა 13 ადამიანი, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” წევრი პავლე კუბლაშვილი და პარტიის სხვა წევრები. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166 -ე მუხლებით მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა ქალაქის ბიუჯეტიდან „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისათვის გადაცემულ რამდენიმე მილიონი ლარის ქონება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა თბილისის მერთან შეხვედრის მოთხოვნით მერიაში შესვლა სცადეს, რისი უფლებაც მათ მერიის უსაფრთხოების სამსახურმა არ მისცა.