რუსთავი 2-ის წილები იგივე მფლობელების ხელშია

შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2”-ის წილების მფლობელები კვლავ ძმები ყარამანიშვილები, ტელეკომპანია საქართველო და ნინო გვენეტაძე არიან. ამის შესახებ საჯარო რეესტრის ვებგვერდზეა ნათქვამი. 

რეესტრში ცვლილება შევიდა კომპანიაში დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებას ეყრდნობა.

საჯარო რეესტრის მიხედვით რუსთავი2-ში უფლებამოსილება გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას შეუჩერდათ.

დროებით მმართველად ტელეკომპანია “იმედის” ყოფილი გენერალური დირექტორი რევაზ საყევარიშვილი და “რუსთავი2”-ის ყოფილი დამფუძნებელი დავით დვალი დაინიშნა.

რეესტრის მიხედვით, “რუსთავი2”-ის დამფუძნებლები არიან:

ლევან ყარამანიშვილი 22 %

გიორგი ყარამანიშვილი  18%

ნინო ნიჟარაძე 9%

ტელეკომპანია საქართველო 51%

სასამართლოს გადაწყეტილების მიხედვით, ვიდრე საბოლოოდ არ დასრულდება პროცესი, ტელეკომპანიის მფლობელთა წილები დაყადაღებულია.

იხილეთ რეესტრიდან ამონაწერი.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button