“რუსთავი2”-ის წინააღმდეგ სარჩელი წარმოებაშია მიღებული

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ სარჩელი წარმოებაში მიღო. 

ბიზნესმენმა და “რუსთავი2”-ის ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა სასამართლოს წილის დაბრუნების მოთხოვნით რამდნეიმე დღის წინ მიმართა. მოსამართლემ ბიზნესმენის საჩივრის საფუძველზე ტელეკომპანიის ქონებას ყადაღა დაადო.

“ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება მოსამზადებელი სხდომა” -იუწყება “რუსთავი2”.

სამამართლოს ობიექტურობის იმედი აქვთ კიდევ 2 ყოფილ დამფუძნებელს ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს, რომლებმაც  მიმდინარე მოვლენებზე განცხადება 9 აგვისტოს გაავრცელეს. 

არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი მიიჩნევს, რომ ყოფილი დამფუძნებლების მოთხოვნები ხანდაზმულია და მართვადი სახელისუფლებო სტრუქტურებისგან. 

დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს  სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა:

” მიგვაჩნია, რომ “რუსთავი 2”-ის ირგვლივ მიმდინარე სამართლებრივი დავა უნდა წარიმართოს საჯაროობისა და გამჭვირვალობის ყველაზე მაღალი სტანდარტის დაცვით, რასაც ითვალისწინებს ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა და საერთაშორისო პრაქტიკა.

ამავე დროს, პოლიტიკოსებმა, განსაკუთრებით კი სახელისუფლებო პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა მკაცრად თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ტიპის განცხადებისა თუ ქმედებისაგან, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს სასამართლოს გადაწყვეტილების მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაზე. სასამართლოში საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებების თუ გადაწყვეტილებების დასაბუთებულობა არის და იქნება ინდიკატორი სასამართლო ხელისუფლების მიერ აღნიშნული დავის დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად, შესაბამისად, აპოლიტიკურად გადაწყვეტისა.
“რუსთავი2” საქმის მასალების გადმოცემას ითხოვს. კომპანიის იურისტმა მოსამართლის სახელზე განცხადება დღეს დილით შეიტანა. ყადაღის გასაჩივრებისთვის კომპანია იმ გარემოებების გარკვევას ითხოვს, რის საფუძველზეც მოხდა განჩინების გამოტანა.

“რუსთავი 2”-ის იურისტის თამთა მურადაშვილის განმარტებით, განჩინებაში კარგად არ ჩანს რა იყო მხარის სასარჩელო  მოთხოვნა, რას ეფუძნებოდა მისი ვარაუდი, რომ აუცილებელი გახდა ქონების დაყადაღება ამგვარი წესით.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button