რუსულ აგრესიას შეწირული ქართველები-უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ვახტანგ ბარაბაძე დღეს გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს. 45 წლის მებრძოლის 4 აპრილს, ბახმუტთან, ოკუპანტების საარტილერიო იერიშს ემსხვერპლა. ფრონტის ხაზზე არსებული მძიმე ვითარების გამო ცხედრის გამოსვენება 24 მაისამდე ვერ მოხერხდა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის უკრაინაში 14 სექტემბერს წავიდა და საბრძოლო მოქმედებებში მარტიდან ჩაერთო.
ბარაბაძე ბახმუტის გარდა იბრძოდა ირპენში, გოსტომელსა და ბუჩაში. ცხედარს თბილისში დაღუპულის ოჯახის წევრები, მეგობრები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ.
მანამდე მას 2008 წლის ომის დროს, გორში, რეზერვში ყოფნის გამოცდილება ჰქონდა. ვახტანგ ბარაბაძე “ქართული ლეგიონის” იმ 24 მებრძოლთა შორის იყო, რომელთა წინააღმდეგაც რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და ძებნა გამოაცხადეს.
ვახტანგ ბარაბაძეს 3 ივნისს დაკრძალავენ.
გასულ წელს უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტების იერიშებს 42 ქართველის სიცოცხლე შეეწირა.