მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსულ ავიაკომპანია ROSSIYA AIRLINES-ს საქართველომ თანამშრომლობაზე უარი უთხრა

ევროკავშირის სანქციების შავ სიაშია შეტანილი ავიაკომპანია „Россия“-ს შესახებ განცხადება გამოაქვეყნა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ. სააგენტო აცხადებს, რომ ამ ავიაკომპანიას ორჯერ უთხრა უარი საქართველოში ოპერირებაზე.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ გარკვეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ გადაუმოწმებელ ინფორმაციას რუსული ავიაკომპანია ROSSIYA AIRLINES-ის მიერ საქართველოში ოპერირების დაწყების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია ROSSIYA AIRLINES-ს ორჯერ ეთქვა უარი საქართველოში ოპერირებაზე.

მიმდინარე წლის 16 მაისს, სააგენტომ არ დააკმაყოფილა ავიაკომპანია ROSSIYA AIRLINES-ის განაცხადი მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის მიმართულებით რეგულარული რეისის განხორციელების თაობაზე. ავიაკომპანია ROSSIYA AIRLINES-მა 14 სექტემბერს კვლავ მომართა სააგენტოს, ამჯერად მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის, მოსკოვი – ბათუმი – მოსკოვის და სანქტ-პეტერბურგი – თბილისი – სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით რეგულარული ფრენების შესრულების მოთხოვნით, რაზეც რუსულ ავიაკომპანიას იმავე დღესვე განეცხადა უარი უწყების მიერ.

სააგენტოს მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზია ის, რომ ROSSIYA AIRLINES იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. შესაბამისად, საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღნიშნული ავიაკომპანიით არ განხორციელდება.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები სრულდება და მომავალშიც შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ, რომლებიც არ იმყოფებიან ევროკავშირის შავ სიაში. ფრენები არ განხორციელდება ასევე, იმ საჰაერო ხომალდებით, რომელთაც საჰაერო ხომალდების მწარმოებლებმა შეუწყვიტეს ტექნიკური მხარდაჭერა, რაც გულისხმობს როგორც ტექნიკურ და საფრენოსნო დოკუმენტაციაზე წვდომის შეზღუდვას, ისე მარაგი ნაწილების მოწოდებას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თითოეულ წარმოდგენილ განაცხადთან დაკავშირებით მომავალშიც იმოქმედებს აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად“, – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

მოსკოვის „შერემეტევოს” აეროპორტის ვებსაიტზე გამოჩნდა ინფორმაცია თბილისის მიმართულებით 14 ოქტომბრიდან ავიაკომპანია „Россия“-ს რეისების შესახებ გამოქვეყნებულ ცნობაში ჩანს ყოველდღიური რეისები – დღე-ღამეში ორჯერ, 00:45 და 09:35 საათებზე.
ამასთან, “Россия-მ”, შესაძლოა, ბათუმის მიმართულებითაც იფრინოს კვირაში სამჯერ – ოთხშაბათს, შაბათსა და კვირას, დილის 10:30 საათზე. “შერემეტიევოს” აეროპორტის მონაცემებით, პირველი რეისის შესრულება 14 ოქტომბრიდანაა შესაძლებელი. თუმცა საქართველოში ავიაკომპანია „Россия“ -ს ფრენის ნებართვა მიღებული არ აქვს.
ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ რეისებს ახორციელებენ ავიაკომპანიები „აზიმუტი“ (მოსკოვი-თბილისი-მოსკოვი), Georgian Airways-ი (თბილისი-მოსკოვი-თბილისი) და Red Wings-ი (მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვი, სოჭი-თბილისი-სოჭი).

ივლისის დასაწყისში რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ (როსავიაცია) რუსეთისა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის ნებართვა დამტკიცება. ნებართვების უმეტესობა ავიაკომპანია Red Wings-ზე იყო გაცემული. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ავიაკომპანიებს ფრენის უფლებით სარგებლობა მხოლოდ რიგი დამატებითი პირობების შესრულების შემდეგ შეეძლებათ.

ვაშინგტონში და ევროკავშირის ქვეყნები და კიევი საქართველოს აკრიტიკებენ რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო.

მსგავსი პოსტები

Back to top button