მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“თუ დახმარებას არ მივიღებთ ომს წავაგებთ” – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში კონგრესმენებსა და სენატორებს შეხვდა. მან მოუწოდა კანონმდებლებს გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხუთშაბათს ვაშინგტონში ამერიკელ პოლიტიკოსებთან მართავს შეხვედრების სერიას, რომელიც უკრაინისთვის იარაღის ახალი მიწოდების უზრუნველყოფას და შეერთებული შტატების მხრიდან კიევისადმი მხარდაჭერის გაგრძელებას ისახავს მიზნად.

ზელენსკი ეწვია აშშ-ს კონგრესს, სადაც შეხვდა როგორც იმ კანონმდებლებს, რომლებიც მხარს უჭერენ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას, ასევე უფრო სკეპტიკურ განწყობილ რესპუბლიკელებს.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს მიაღწიოს უკრაინის დასახმარებლად კონგრესისგან დამატებით 24 მილიარდი დოლარის გამოყოფას. რიგი რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატაში და სენატში ეჭვქვეშ აყენებენ ამის საჭიროებას. წარმომადგენელთა პალატის კევინ მაკკარტიმ თქვა, რომ ვერ დაჰპირდა ზელენსკის, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა. “არის თუ არა ანგარიში უკვე გამოყოფილი თანხების შესახებ? არსებობს თუ არა გამარჯვების გეგმა? ვფიქრობ, რომ ამერიკელებს სურთ ამის ცოდნა,” – განაცხადა მაკკარტიმ, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტთან გამართულ მოლაპარაკებებს, შეხვედრის შემდეგ, “კარგი” და “პროდუქტიული” უწოდა.”

როგორც სენატში დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა აღნიშნა, ვოლოდიმირ ზელენსკის მისთვის უთქვამს, რომ თუ უკრაინა დახმარებას არ მიიღებს, შეიძლება მან ომი წააგოს. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა მაიკლ მაკკოლმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრაზე, პირიქით, გამოხატა რწმენა გამარჯვებაში, რომლის ნაწილი უნდა გახდეს შეერთებული შტატების მიერ ახალი დახმარების გამოყოფა.
თვითონ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ბევრ საკითხზე ისაუბრეს.

“ჟურნალისტებს ყველა დეტალს ვერ მოვუყვები, მაგრამ ვფიქრობ, რომ სენატორებთან ძლიერი დიალოგი გვქონდა”, – თქვა ზელენსკიმ.

მაკკოლის თქმით, უკრაინის ლიდერმა უპირველეს ყოვლისა მოითხოვა F-16-ი კლასის გამანადგურებლებისა და შორეული რადიუსზე მოქმედების ATACMS-ის რაკეტების მიწოდება.

კაპიტოლიუმის მონახულების შემდეგ ზელენსკი პენტაგონში გაემგზავრა, სადაც აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინთან გამართავს მოლაპარაკებებს.

ზელენსკი ასევე შეხვდება აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს. რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ თანახმად, ბაიდენი გეგმავს ხუთშაბათს გამოაცხადოს უკრაინისთვის 325 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდება. ამასთან, როგორც CNN-ის, ისე გამოცემა Politico-ს წყაროთა ცნობით, დახმარების ახალ პაკეტში კვლავ არ იქნება შორ, დაახლოებით 300 კილომეტრის მანძილზე მოქმედი სარაკეტო კომპლექსები(ATACMS), რომლებსაც უკრაინა დიდი ხანია ითხოვს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის დროს, აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდა. ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება. მედია წერს, რომ შეხვედრის შემდეგ ზელენსკი და ოსტინი 2001 წლის 11 სექტემბერის ტერაქტის დროს დაღუპულთა მემორიალს მოინახულებენ.

მანამდე კი, ზელენსკიმ კაპიტოლიუმში შეხვედრისას აშშ-ის კონგრესის წევრებს უკრაინისთვის დამატებითი დახსმარების დაფინანსებისკენ მოუწოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკის შემდეგი შეხვედრა ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ექნება. სადაც დახმარების ახალი პაკეტი გამოცხადდება.

შეგახსნებთ, ეს სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ ზეელენსკის ვაშინგტონში რიგით მეორე ვიზიტია.

მსგავსი პოსტები

Back to top button